ალექსანდრე ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობა საპენსიო რეფორმას გამოეხმაურა
ალექსანდრე ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობა საპენსიო რეფორმას გამოეხმაურა. მოძრაობაში აცხადებენ, რომ ეს არა რეფორმა, არამედ მძარცველური სქემაა. მოძრაობაში ორი ძირითად ხარვეზზე საუბრობენ, როგორებიცაა საინვესტიციო ჯგუფისა და გეგმის არქონა და ამ პროცესში პენსიონერების არასრულყოფილად ჩართვა და მათი პენსიის ზრდის შემუშავება. მოძრაობის წევრები ხელისუფლებას რეფორმის გადახედვისკენ მოუწოდებენ.
ალეკო ელისაშვილს საპენსიო სააგენტოში უპასუხეს. სააგენტოს დირექტორის განცხადებით, საპენსიო შენატანები დამოუკიდებელი რისკის კონტროლის სტრუქტურის მიერ გაკონტროლდება და დაცულობაც გარანტირებული იქნება. მისივე განმარტებით, ამ თანხის ინვესტირება მხოლოდ საიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში მოხდება.