ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ნავსადგურის მშენებლობა „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. ამ ეტაპზე განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 93 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და შეერთებული შტატების ელჩი დაესწრნენ.
თემის დეტალებით მერაბ წულუკიძე გვერთვება პირდაპირ ეთერში.