ყაზახეთის ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრის ვიზიტი

ლევან დავითაშვილმა ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრს უმასპინძლა. ორი ქვეყნის მინისტრებმა ნავთობის ტერმინალი და ბათუმის საზღვაო ნავსადგური, ანაკლიის პორტის ტერიტორია, ფოთის პორტის ტერმინალები და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ახალქალაქის სადგური დაათვალიერეს. მხარეებმა ფოთში მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობაში კაფსულაც ჩადეს.