ლევან დავითაშვილმა ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრს უმასპინძლა. ორი ქვეყნის მინისტრებმა ნავთობის ტერმინალი და ბათუმის საზღვაო ნავსადგური, ანაკლიის პორტის ტერიტორია, ფოთის პორტის ტერმინალები და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ახალქალაქის სადგური დაათვალიერეს. მხარეებმა ფოთში მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობაში კაფსულაც ჩადეს.