ახალი სალაშქრო ბილიკები

ახალი სალაშქრო ბილიკები.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამ მიმართულებით იწყებს მუშაობას. ბოლო სამ წელიწადში ადმინისტრაციამ საქართველოს რვა რეგიონი შეისწავლა და 190-მდე სალაშქრო ბილიკი მოიკვლია, პარალელურად კი, ბილიკების მონიშვნა და ონლაინსივრცეში გადატანა ხდება.

ბოლო წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში 33 ბილიკი მოინიშნა და 60-ზე მეტი მარშრუტი შეიქმნა, მონიშნული ბილიკების სიგრძემ 722 კილომეტრი შეადგინა.

შედეგები დღეს ტურიზმის ადმინისტრაციამ წარმოადგინა.