სალაშქრო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

სალაშქრო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.

მოლაშქრეებს რაჭაში, შაორის წყალსაცავთან მდებარე ბანაკში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა.

სალაშქრო სეზონი რაჭაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.

ლაშქრობაში 2 000-მდე ადამიანი მონაწილეობს.  ოთხდღიანი ღონისძიების ფარგლებში, მოლაშქრეებს საშუალება აქვთ სხვადასხვა გასართობ, სპორტულ და შემეცნებით აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა და გაეცნონ მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციისა და მისი კლუბების მომავალ ღონისძიებებს.

დაგეგმილია შეჯიბრებები. ღონისძიების ფარგლებში ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი ჩატარდება.