გიორგი ჩოგოვაძე - საქართველოში ევროკავშირიდან ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება
გიორგი ჩოგოვაძე - საქართველოში ევროკავშირიდან ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება

2018 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 14.8%-ით, ხოლო ტურისტების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ მონაცემები წარადგინა.

კერძოდ, მისი თქმით, იანვარში აზერბაიჯანიდან საქართველოს 0,8%-ით მეტი ვიზიტორი ეწვია,  თურქეთიდან 20.1%-ით მეტი, სომხეთიდან 20.9%, რუსეთიდან 14.6%, ხოლო ირანიდან 92.4%-ით მეტი.

საქართველოში ევროკავშირიდან ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება და იანვარში ჩეხეთიდან საქართველოს 59%-ით მეტი ვიზიტორი ეწვია, ლატვიიდან 46%, გაერთიანებული სამეფოდან 31%, ხოლო ნიდერლანდებიდან 28%-ით მეტი.