ექსტრემალური ტურიზმის განვითარების მიზნით, საქართველოში მღვიმეებისა და კანიონების შესწავლა მიმდინარეობს  

ექსტრემალური ტურიზმის განვითარების მიზნით, საქართველოში მღვიმეებისა და კანიონების შესწავლა მიმდინარეობს.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით,  დასავლეთ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან წყალქვეშა მღვიმეებში ყვინთვის სპეციალისტები ეწვივნენ.

ჯგუფის წევრები ერთი კვირის განმავლობაში წყალტუბოს, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში ტურისტულად აუთვისებელ  სპელეოლოგიურ  რესურსებს გამოიკვლევენ,  ადგილობრივ სპეციალისტებს კი ტრენინგს ჩაუტარებენ და სპეციალურ აღჭურვილობას გადასცემენ, რომლითაც ტურისტებს მოემსახურებიან.

მიმდინარე ექსპედიციის და საქართველოს ექსტრემალური ტურისტული პოტენციალის შესახებ  უცხოური მედიის წარმომადგენლები სტატიებს და ბლოგებს მოამზადებენ. წყალტუბოში ამერიკელ სპეციალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა.