„ტურიზმი ადგილობრივი განვითარებისთვის“

ტურიზმი ადგილობრივი განვითარებისთვის, – ამ სახელწოდების კონფერენცია რეგიონებში ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა. მისი მიზანია, ტურიზმის სფეროში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავება და საერთო პროექტების განხორციელება.

კონფერენციის მონაწილეებმა დაგეგმილ პროექტებზე ისუბრეს. დამსწრეებს 2017 წლის ტურისტული მიმოხილვა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გააცნო.