ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ორით გაიზარდა – ამ დროისთვის ქვეყანაში 85 ინფიცირებული და 14 გამოჯანმრთელებულია. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 239 პირი იმყოფება. ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი ინფექციურ საავადმყოფოშია.
მის შესახებ ნათია ქენქაძე მოგვაწვდის ინფორმაციას – როგორია პაციენტის მდგომარეობა და არის თუ არა დადგენილი წყარო, ვისგან მოხდა აღნიშნული პაციენტის დაინფიცირება.