გაუარესებული კოვიდსტატისტიკა და გადატვირთული ჰოსპიტალური სექტორი: ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“ 2 401 ადამიანს დაუდასტურდა. გვყავს 638 მძიმე პაციენტი, 293 ინფიცირებული კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. მძიმდება ეპიდემიოლოგების პროგნოზები.
ახლა ნომერ პირველი ამოცანაა, არ გადაიტვირთოს საავადმყოფოები, სადაც ყოველდღე 2 000-ზე მეტი ახალი შემთხვევის ფონზე, თავისუფალი საწოლების სიმცირეა, კიდევ ერთი გამოწვევაა საკმარისი რესურსი. მით უმეტეს, რომ სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელთა დაინფიცირების მაჩვენებელი უკვე საკმაოდ მაღალია. ჯანდაცვის მინისტრმა დღეს პრემიერისგან სამი დავალება მიიღო.