თელავის რაიონულმა სასამართლომ დის მკვლელობაში ბრალდებულს, ზურა ალადაშვილს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა. ბრალდების მხარის განცხადებით, არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები. დაცვის მხარე კი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.