AFP: პარიზის თავდამსხმელის ვინაობა პოლიციისთვის ცნობილი იყო

პარიზის თავდამსხმელის ვინაობა პოლიციისთვის ცნობილი იყო, – „ფრანს პრესის“ ცნობით, 20 წლის, წარმოშობით ჩეჩენმა ჰიზმატ აზიმოვმა, სამართალდამცავების ყურადღება იმით მიიქცია, რომ მას სირიაში მყოფ ადამიანთან გარკვეული კავშირები ჰქონდა. ამის გამო, ის რადიკალიზაციისაკენ მიდრეკილი პირების სიაში მოხვდა.

შეგახსენებთ, პარიზში უცნობი მამაკაცი გამვლელებს გუშინ საღამოს დაესხა თავს. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოთხი დაიჭრა. პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდაცია შეძლო.

დაშავებულები დღეს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მოინახულა. ოთხი მათგანის ჯანმრთელობის მდგომაროება რთულია. ერთ-ერთს ოპერაცია დასჭირდა.

ამჟამად, საფრანგეთში მომხდართან დაკავშირებით, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა საგანგებო სხდომა იმართება.