პარიზის პოლიციამ 200-მდე შენიღბული დემონსტრანტი დააკავა
პარიზის პოლიციამ 200-მდე შენიღბული დემონსტრანტი დააკავა

პარიზის პოლიციამ 200-მდე შენიღბული დემონსტრანტი დააკავა, რომლებიც პირველი მაისის პროტესტის ფარგლებში მაღაზიების ვიტრინებს ამსხვრევდნენ და მანქანებს ცეცხლს უკიდებდნენ.

რადიკალურმა მემარცხენე ანარქისტულმა ჯგუფმა პრეზიდენტ მაკრონის წინააღმდეგ საჯარო სექტორში შრომის რეფორმის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი მსვლელობა დაიკავა და არეულობაც ამის შემდეგ დაიწყო.

პოლიციის ცნობით, დემონსტრაციაში მონაწილეობას 1200-მდე შენიღბული ადამიანი იღებდა.

მსუბუქი დაზიანებები მიიღო ოთხმა ადამიანმა.

პროფკავშირების ცნობით, გუშინდელ აქციაში მონაწილეობას 55000-მდე ადამიანი იღებდა. პოლიციის ინფორმაციით კი ეს რიცხვი დაახლოებით 20 000-ია.