„ევრონიუსი“ - პარიზის ცენტრში თავდასხმის შემსრულებელი წარმოშობით ჩეჩნეთიდან იყო
„ევრონიუსი“ - პარიზის ცენტრში თავდასხმის შემსრულებელი წარმოშობით ჩეჩნეთიდან იყო

პარიზის ცენტრში თავდასხმის შემსრულებელი წარმოშობით ჩეჩნეთიდან იყო. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში გამვლელებს დაესხა თავს 1997 წელს რუსეთში, კერძოდ კი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე იყო დაბადებული. სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცის მშობლები პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ პარიზში თავდასხმა გუშინ საღამოს მოხდა. დანით შეირაღებული მამაკაცი გამვლელებს იმ უბანში დაესხა თავს, სადაც ღამის კლუბები მდებარეობს. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. კიდევ 4 დაშავდა. 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა.