ადამიანის უფლებათა ცენტრმა მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგის ანგარიში წარადგინა. მონიტორინგის ფარგლებში, ცენტრმა რამდენიმე ხარვეზი გამოავლინა.
დეპარტამენტი, ძირითადად, მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს იძიებს და ყურადღებას ქონების იძულებით დათმობის შემთხვევებზე ამახვილებს. ანგარიშის ავტორებმა მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ საკითხებზე რეკომენდაციებიც გასცეს.