42° პარალელი - ტერეზა მეიმ თანამდებობა დატოვა - ინტერვიუ რეზი ქოიავასთან / დაძაბულობა აშშ-ს და ირანს შორის / ესტონეთის კონსერვატიული სახალხო პარტია - ვინ არიან ესტონელი ულტრამემარჯვენე პოპულისტები / მემარცხენეობის კრიზისი ევროპაში: მემარცხენე პოლიტიკისა და იდეების აღზევება და დაცემა
- ტერეზა მეიმ თანამდებობა დატოვა – ინტერვიუ რეზი ქოიავასთან.
- დაძაბულობა აშშ-ს და ირანს შორის – ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებამ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკიდურესად გაამწვავა. ვაშინგტონმა სპარსეთის ყურეში ავიამზიდი და დამრტყმელი ჯგუფი გაგზავნა. დონალდ ტრამპმა ამერიკული ძალების დასაცავად დამატებით 1 500 ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ირანი აშშ-ს რეგიონის დატოვებისკენ მოუწოდებს. გივი ბარამიძის სიუჟეტი.
- ესტონეთის კონსერვატიული სახალხო პარტია – ვინ არიან ესტონელი ულტრამემარჯვენე პოპულისტები – ევროპაში მომძლავრებული ულტრამემარჯვენე პოპულისტურმა მოძრაობებმა პოსტსაბჭოთა სივრცეშიც შემოაღწია. შემოაღწია იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. სკაიპის სამშობლოში, ქვეყანაში, სადაც ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებაა და არჩევნებიც ელექტრონული ფორმით ტარდება, სახელისუფლებლო კოალიციაში რადიკალი მემარჯვენე, ნაციონალისტური ესტონეთის კონსერვატიული სახალხო პარტია – ეკრე აღმოჩნდა. პარტიამ უკანასკნელ არჩევნებში საკუთარი მხარდაჭერა თითქმის გაისამმაგა. შოთა თხელიძის სიუჟეტი.
- მემარცხენეობის კრიზისი ევროპაში: მემარცხენე პოლიტიკისა და იდეების აღზევება და დაცემა – ბაქარ ბერეკაშვილის სიუჟეტი.
42° პარალელი