42°პარალელი - ნახშირბადის საფასური

როგორც ცნობილია, 2015 წლის პარიზის კლიმატის კონფერენციაზე, ქვეყნებს გლობალური დათბობის შესაკავებლად ეფექტური პოლიტიკების განსაზღვრა დაევალათ.

სათბურის ემისიების შემცირების ერთ-ერთ ეკონომიკურად ეფექტურ გზად ნახშირბადის ემისიებისათვის ფასის დაწესება მიიჩნევა, რის შედეგადაც, ქვეყნები ან ნახშირბადის გადასახადებს აწესებენ, ან კიდევ ქმნიან ნახშირბადის ბაზრებს და ემისიებით ვაჭრობენ.

დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში განხორციელებული ემისიების ერთი მეხუთედი ფასშია ასახული. სიუჟეტში კლიმატის პოლიტიკის ეკონომიკურ საკითხებზე ნინო ხელაია მოგიყვებათ.

42° პარალელი