42°პარალელი - ინფლაცია და უმუშევრობა: მაკროეკონომიკური თეორია იდეოლოგიური ცვლილებების მოლოდინშია
ეპიზოდი I
ბოლო 40 წლის განმავლობაში მაკროეკონომიკაში დომინირებს მილტონ ფრიდმანის მოსაზრება, რომ ინფლაცია იწყება მაშინ, როდესაც ფულის მიწოდება იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე ეკონომიკური გამოშვება.
შესაბამისად, რადგან ინფლაცია ყოველთვის და ყველგან გამოწვეულია ფულის მიწოდების ცვლილებით, მხოლოდ ცენტრალურ ბანკებს შეუძლიათ ინფლაციის კონტროლი.
თანამედროვე ინფლაციის ტარგეტირების მონეტარული პოლიტიკა “უმუშევრობის მარაგს” იყენებს მაკრო სტაბილიზაციის ინსტრუმენტად, რომ შეასუსტოს ხელფასების მოთხოვნის ზრდა გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების სამართავად.
ეს ბადებს მნიშვნელოვან კითხვებს, მაგალითად:
უნდა ებრძოლოს თუ არა ქვეყანამ ინფლაციას საკუთარი მოსახლეობის ნაწილის უმუშევრად დარჩენით და გაღატაკებით?
არ არსებობს სხვა ინსტრუმენტები ამ მიზნების მისაღწევად?
42° პარალელი