42° პარალელი - ზელენსკის პრეზიდენტობის ერთი წელი / ტურისტული მიმზიდველობა, როგორც „წყევლა“ / ჩინეთი და გლობალური კაპიტალიზმი, ინტერვიუ ეკონომიკის პროფესორ ინგ ჩენთან
- ინტერვიუ რეზი ქოიავასთან
- გლობალური ტურიზმი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ექსპონენციურად იზრდება. თუ 1950 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 25 მილიონს შეადგენდა, 2018 წლისათვის, ეს რიცხვი 1.4 მილიარდამდე გაიზარდა. შედეგად, ტურიზმის განვითარება ეკონომიკური ზრდის მიღწევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად განსაკუთრებით გლობალური სამხრეთის პატარა ქვეყნებისათვის იქცა. თუმცა ტურიზმი ვერ იქნება გრძელვადიანი განვითარების საწინდარი. ტურიზმზე დამყარებული ეკონომიკური ზრდა მას შემდეგ შეჩერდება, რაც შემომავალი ვიზიტორების რიცხვი გარკვეულ დონეზე დასტაბილურდება. მეტიც, ამ სექტორის სწრაფმა განვითარებამ შესაძლოა ის სექტორები დააზარალოს, რომლებსაც ზრდის უფრო დიდი პოტენციალი აქვს
- 18 მაისს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, განაცხადა რომ ჩინეთი მზად არის გაუზიაროს ვაქცინა სხვა ქვეყნებს, იმ შემთხვევაში თუ ჩინეთი სხვებზე ადრე მოახერხებს ვაქცინის შექმნას. ამის პარალელურად, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში იზრდება ჩინეთის კრიტიკა კოვიდ-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით. ჩნდება იმის საფრთხე, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბება. გაიტანენ თუ არა ჩინეთიდან მულტინაციონალური კორპორაციები საკუთარ წარმოებას სხვა ქვეყნებში და რა ბიძგი შეიძლება მისცეს ამ პროცესს ახალმა კორონოვირუსმა? ამის შესახებ, ტატო ხუნდაძე ესაუბრა განვითარების ეკონომისტს და ჩინეთის ეკონომიკის მკვლევარს ინგ ჩენს. პროფესორი ჩენი არის არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომელიც ეხება ეკონომიკურ განვითარებას და ჩინეთის ეკონომიკური ტრანსფორმაციის ისტორიას
42° პარალელი