42° პარალელი - ჯორჯ ბუში უფროსი - პრეზიდენტის მემკვიდრეობა / „დიდი ოცეულის“ სამიტი ბუენოს აირესში / ეპოქის დასასრული - ანგელა მერკელი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს
- ჯორჯ ბუში უფროსი – პრეზიდენტის მემკვიდრეობა – ცივი ომის დასრულება და საბჭოთა კავშირის დაშლა უმეტესწილად რონალდ რეიგანის პრეზიდენტობასთან ასოცირდება, რითაც მისი მომდევნო პრეზიდენტის ჯორჯ ბუში უფროსის როლი პრაქტიკულად სრულად ნიველირდება ხოლმე. მაგრამ რომ არა ბუში უფროსის პრაგმატული რეალიზმის მიდგომა და მისი პერსონალური პოზიტიური კონტაქტები, გაურკვეველი დარჩებოდა მოხდებოდა თუ არა კომუნისტური პოლუსის მშვიდობიანი და უსისხლო დემონტაჟი. შოთა თხელიძის სიუჟეტი
- „დიდი ოცეულის“ სამიტი ბუენოს აირესში – მსოფლიოს წინაშე არსებული პრობლემების გადასაწყვეტად და ქვეყნებს შორის ნდობის გასაძლიერებლად, დიდი ეკონომიკები „დიდი ოცეულის“ სამიტზე არგენტინაში შეიკრიბნენ. ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ჩატარებული შეხვედრების შედეგად არაერთი ხელშეკრულება გაფორმდა, თუმცა სამიტმა ქვეყნებს შორის არსებული წინააღმდეგობის სრულად დაძლევა ვერ შეძლო. გივი ბარამიძის სიუჟეტი
- ეპოქის დასასრული – ანგელა მერკელი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს – ეპოქა სრულდება რუტინულად. 28 ოქტომბერს ფედერალურ მიწა ჰესენში გერმანიის მმართველმა პარტიამ ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა მხარდაჭერა წინა არჩევნებთან შედარებით 10%-ით დაკარგა. ერთი დღის შემდეგ ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა და გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ არ აპირებს დეკემბერში პარტიულ ყრილობაზე ხელმძღვანელის პოსტისთვის ბრძოლას. რეზი ქოიავას სიუჟეტი მერკელის მემკვიდრეობასა და ახალი ეპოქის დადგომაზე. რეზი ქოიავას სიუჟეტი
42° პარალელი