42° პარალელი - იერუსალიმის სადავო სტატუსი

დავა იერუსალიმზე – ვისი დედაქალაქია ისტორიული ქალაქი. დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებამ ახლო აღმოსავლეთის მიმართ აშშ-ის მრავალწლიანი პოლიტიკა შეცვალა, მუსლიმურ სამყაროში მღელვარება გამოიწვია და ხანგრძლივი საერთაშორისო კონსენსუსი შეარყია. გაეროს რეზოლუციის ტექსტის თანახმად, იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება ბათილია, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი იერუსალიმში საელჩოს გახსნას მაისში გეგმავს. პალესტინელები ფიქრობენ, რომ ტრამპის გადაწყვეტილება ისრაელს დამატებით იმპულსს აძლევს, რომ იორდანეს დასავლეთ სანაპიროს დამატებითი ტერიტორია დაიკავოს. ვაშინგტონის გადაწყვეტილებამ დამატებითი გამოწვევები შექმნა, რომლის მშვიდობიანი გზებით მოგვარება ჯერჯებით ბუნდოვანია.
გივი ბარამიძის მიმოხილვა.

  

დატოვე კომენტარი