რუსეთის საგარეო უწყება - აშშ-ის ახალ სანქციების მოსკოვი მკაცრად უპასუხებს
რუსეთის საგარეო უწყება - აშშ-ის ახალ სანქციების მოსკოვი მკაცრად უპასუხებს

აშშ-ის ახალ სანქციებს ან რუსეთის წინააღმდეგ მტრულ ნაბიჯს მოსკოვი მკაცრად უპასუხებს – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ათასობით ამერიკელის სამუშაო რუსულ კომპანიებზეა დამოკიდებული, რომლებსაც სანქციები აზარალებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ გლობალური ჰეგემონიის შესანარჩუნებლად ყველა საშუალებას იყენებს.

დღეს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სანქციებს 38 რუს ბიზნესმენსა და მთავრობის მაღალჩინოსანს დაუწესებს.