27:19 - ქართველი მორაგბეების მორიგი გამარჯვება

27:19 ქართველი მორაგბეების მორიგი გამარჯვება. “ბორჯღალოსნებმა” სამოა დაამარცხეს. პირველი ტაიმი სტუმრებმა უკეთ ჩაატარეს და 3:19 დაწინაურდნენ. ამას ჩვენი გუნდის სწრაფი იერიში, ლობჟანიძის ლელო და აბჟანდაძის გარდასახვა მოჰყვა – თუმცა, “ბორჯღალოსნებმა” ტაიმი 10:19 წააგეს.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა თამაში გამოასწორა, გიორგაძემ და ახალგაზრდა აფრასიძემ ორი ლელო დადეს, აბჟანდაძემ გარდასახვები ამჯერადაც გამოიყენა და საქართველომ საბოლოოდ მოიგო.

მომდევნო მატჩს მილტონ ჰეიგის გუნდი 24 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ტონგას წინააღმდეგ ჩაატარებს.