27 წლის მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გრძელდება. ოჯახს უკვე მიენიჭა დაზარალებულის ადგილმონაცვლის სტატუსი. ისინი საქმის მასალებს უკვე ხვალიდან გაეცნობიან. ასევე, გეგმავენ დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებასაც. ოჯახს პრეტენზიები აქვს ახალციხის კლინიკასთან, სადაც მეგი ბაქრაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრეს.
გარდაცვლილი ექთნის ნათესავები მედპერსონალს დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებენ, რასაც კატეგორიულად უარყოფენ სამედიცინო დაწესებულებაში. დეტალები დღეს ჟურნალისტებთან იმ ექიმმა გაიხსენა, რომელმაც 27 წლის ექთანი აცრა.
ნახეთ ჩვენი სიუჟეტი.