ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

12:23, 28.09.2026

ირანი მზად არის როგორც დიპლომატიისთვის, ისე ომისთვის, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. აბას არაღჩის თქმით, ამერიკულ მხარეს შეთავაზების უარყოფის შესახებ ინფორმაცია ირანისთვის შუამავლების მეშვეობით ოფიციალურად არ გადაუცია.

მინისტრი ამბობს, რომ ირანი მზად არის, კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ჰორმუზის სრუტე გახსნას, თუმცა, სანაცვლოდ, მას ფულისა და აქტივების გათავისუფლება სურს, რომ ირანმა საკუთარი ნავთობის გაყიდვა შეძლოს.

მსგავსი