22 წლის ლიკა ცხადაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ახალგაზრდა დედა, რომელსაც სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ერთ-ერთ კერძო კლინიკაში იმყოფება. მას გათიშული აქვს ორივე თირკმელი და დარღვეული აქვს შინაგანი ორგანოების ფუნქციონირება. ის რამდენიმე თვეა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ვისაც შესაძლებლობა აქვს, დაეხმაროს ლიკა ცხადაძეს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომერზე.