21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

მსოფლიო დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. სტატისტიკის თანახმად, ამ სინდრომით ყოველი 800-დან ერთი ბავშვი იბადება.

21 მარტი, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წელს დაწესდა.

მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. მათ რიცხვშია საქართველოც.