პირველი არხი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას უერთდება
პირველი არხი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას უერთდება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, 21 მარტი ინიცირებულია, როგორც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე. წელს მსოფლიო კამპანიის სლოგანია „რას ვმატებ საზოგადოებას“ (What I bring to my community). პირველი არხი ტრადიციულად უერთდება ამ დღის აღნიშვნას. DSI-ის (Down Syndrome International) ორგანიზებით, დამკვიდრდა უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია Lots of socks, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.

ფერადი წინდის უცნაური ტარებით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას და ავრცელებენ ინფორმაციას. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ყველა გადაცემა წინდის სიმბოლოთი გადაიცემა, მომზადდა სპეციალური სიუჟეტები “მოამბისთვის” და ამასთან, გადაცემა “პირადი ექიმი – მარი მალაზონია” დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

​დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე სპეციალური ფრეიმი შეიქმნა, წარწერით – „რას ვმატებ საზოგადოებას“.

ტელევიზიის თანამშრომლები კი საქველმოქმედო აქციას შეუერთდნენ და ამ დღისთვის შექმნილი ჭრელი წინდები შეიძინეს.