„რას ვმატებ საზოგადოებას“ - მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს
„რას ვმატებ საზოგადოებას“ - მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ წელს მეშვიდედ აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, კონფერენცია იმართება, სადაც დასაქმების საკითხზე და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ.

წლევანდელი მსოფლიო კამპანიის გზავნილია „რას ვმატებ საზოგადოებას“.

დისკუსიას სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ესწრებიან.

„გილოცავთ 21 მარტს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ძალიან მახარებ,ს რასაც აქ ვხედავ. ძალიან ბევრნი ვართ, ბევრი ჩაერთო ამ საკითხზე მსჯელობაში. გამოჩნდა საზოგადოების დაინტერესება. დღეს ქრომოსომებს კი არ ვითვლით, არამედ დასაქმებაზე ვსაუბრობთ და ამ ადამიანების სრულ თანასწორუფლებიან ინტეგრაციაზე საზოგადოებაში. დღეს მნიშვნელოვანი დღეა და ასეთი მყარი ნაბიჯებით უნდა ვიაროთ უფრო წინ და შევუერთდეთ ცივილურ სამყაროს“, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

21 მარტი დაუნის სიმდრომის მსოფლიო დღედ გაერო-ს ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. თარიღი სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. დაუნის სინდრომი 21-ე ქრომოსომის გასამებით ვლინდება.