დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლი-პერფორმანსი გაიმართა
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლი-პერფორმანსი გაიმართა

„47 უდრის 46-ს“, – ამ სახელწოდებით სპექტაკლი-პერფორმანსი გაიმართა მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

თეატრალური წარმოდგენა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს მიეძღვნა და აქედან გამომდინარე, მისი შინაარსი თანასწორობის იდეას მოიცავდა.

პერფორმანსში მონაწილეობა მიიღეს როგორც მოზარდ მაყურებელთა თეატრის, ასევე „აზდაკის ბაღის“ მსახიობებმა, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან.

წარმოდგენა რამდენიმე ნოველას აერთიანებდა და ის კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა.