დაჭრა ბალდის კანიონზე – შემთხვევა აქციის მონაწილეებთან დაპირისპირების დროს მოხდა. პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელი, 1991 წელს დაბადებული პირი დაჭრა, შემთხვევის დროს დაზიანება მიიღო კიდევ ერთმა ადამიანმა.
ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები, ცივი იარაღისა და სანადირო თოფის დემონსტრირებით ადგილობრივებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. ერთ-ერთი მათგანი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მას ოპერაცია ჩაუტარდა. მეორე კი გვიან ღამით გაწერეს კლინიკიდან.