ბენი განცმა ისრაელის ომის კაბინეტი დატოვა

ბენი განცმა ისრაელის ომის კაბინეტი დატოვა – ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. „მთავრობის დატოვება რთული და მტკივნეული გადაწყვეტილებაა“, – აღნიშნა ისრაელის ომის კაბინეტის უკვე ყოფილმა წევრმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

მანამდე ბენი განცმა ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, 8 ივნისამდე წარედგინა გეგმა ღაზის სექტორის, მძევლების დაბრუნებისა და არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხებთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან პირობა დადო, რომ თავის პარტიას საგანგებო მთავრობიდან გაიყვანდა.