ისრაელელი მაღალჩინოსნების განცხადება

„ჰამასის“ უახლესი შემოთავაზება ზავის შესახებ, შორს არის ისრაელის მოთხოვნებისგან“, – ამის შესახებ ისრაელის ომის კაბინეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათი სამხედროები ღაზის მხარეს რაფაჰის გამშვები პუნქტს აკონტროლებენ. თავდაცვის ძალების განცხადებით, 401-ე ჯავშანსატანკო ბრიგადამ დილით რაფაჰის გადასასვლელი პუნქტის დაიკავა, რომელიც ღაზის სექტორისა ეგვიპტის საზღვარზე მდებარეობს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათ აქვთ „სადაზვერვო ინფორმაცია, რომ აღნიშნულ გამშვებ პუნქტს ტერორისტები ტერორისტული მიზნებისთვის იყენებდნენ“. გასულ ღამეს, პალესტინის „ისლამურმა ჯიჰადმა” კი ღაზადან თავდასხმა განახორციელა ისრაელზე. „ჩვენ თავდასხმა განვახორციელეთ ქალაქ სდეროტზე, ნირამსა და სამხრეთ ისრაელზე“, – წერია განცხადებაში. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის რამდენიმე ქალაქში, რომლებიც ღაზასთან ახლოს მდებარეობენ, საჰაერო განგაშის ხმები ისმოდა. ისრაელმა რაკეტების წინააღმდეგ „რკინის გუმბათი“ აამუშავა.