სასამართლო ოცი-ოცდაერთი ივნისის მოვლენებისას ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებული ოთხი პირის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობას იწყებს. ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ერთ-ერთი ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.
ხათუნა გაგნიძე ჩაგვერთვება სასამართლოდან პირდაპირ ეთერში.