საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები თბილისში დაბრუნდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ სპორტსმენებს თბილისის აეროპორტში ოჯახის წევრები, სპორტის გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ.

აბუ-დაბიში გამართულ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ხუთი მედალია. ტატო გრიგალაშვილი იტორიაში პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სამჯერ მოიპოვა. შეჯიბრზე ოქროს მედალს დაეუფლა 20 წლის გიორგი სარდალაშვილიც. ვერცხლი თუშიშვილმა, ბრინჯაოს მედალი კი ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა. მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე ჩვენი ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა.