20 აპრილიდან თელ-ავივის მიმართულებით, „ჯორჯიან ეარვეისი“ ყოველდღიურ პირდაპირ ფრენებს განაახლებს – ინფორმაციას ავიაკომპანია ავრცელებს. პირდაპირი რეისები თელ-ავივის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება. ერთი გზის ბილეთის ღირებულება 140 ევროდან იწყება. ფრენები შესრულდება „ბოინგ 737-700“ და „ბოინგ 737-800“ ტიპის ავიახომალდებით.