გორში, საჩხერესა და ხობში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცეები გაიხსნა. ადგილზე მედიაციის პროცესის საჭიროებები სრულად არის გათვალისწინებული. მედიაცია დამზარალებელსა და დაზარალებულს შორის არსებული კონფლიქტის ამოწურვას ემსახურება. ის აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს ეყრდნობა და ორიენტირებულია დანაშაულის შემხებლობაში მყოფი ყველა პირის ჩართულობაზე, მათი საჭიროებების იდენტიფიცირებასა და საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.