ვიოლა ფონ კრამონი თბილისში შეხვედრებს მართავს 

ევროკავშირის უშედეგო მედიაციის შემდეგ საქართველოში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი.

საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით გამორჩეული დეპუტატი ორი დღეა თბილისში პოლიტიკურ ლიდერებს ხვდება. საუბრის მთავარი თემა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი და დღემდე დაუძლეველი პოლიტიკური კრიზისია. როგორც ჩანს, კრამონს მიმდინარე მოვლენებზე და მედიატორის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ორივე მხარის პოზიციების მოსმენა პირადად სურს. პრობლემების ყოვლისმომცველი საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების გზით მოგვარება, პარლამენტის სათანადოდ მუშაობა და წითელი ხაზების არ არასებობა ევროპარლამენტარის ბოლო გამოსვლებიდან მთავარი გზავნილია. ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მან, როგორც ევროპარლამენტში საქართველოს დემოკრატიული მხარდაჭერის ჯგუფის წევრმა, ყველა პარტიასთან მედიაციის პროცესში ჩართვის სურვილი საჯაროდ გამოთქვა.

ანა ბროლაძე აშუქებს კრამონთან მიმდინარე შეხვედრებს.