მოლაპარაკებების პერსპექტივა

ჯერ ისევ უცნობია, როდის გაგრძელდება დიალოგი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მედიატორების ჩართულობით. პოლიტიკური პარტიები მოლაპარაკების მზაობას გამოთქვამენ, თუმცა, პირობები არ იცვლება. ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის გადამწყვეტია ისევ ვადამდელი არჩევნები და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება. „გირჩის“ წევრები კი აცხადებენ, რომ კონკრეტული გეგმა აქვთ, რომლის შესახებ ცოტა ხანში ისაუბრებენ. რაც შეეხება მმართველ გუნდს,  „ქართული ოცნება“ ოპოზიციას კვლავ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

მოამბე