რუსეთი უკრაინაზე საავიაციო იერიშებს ააქტიურებს.
მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. თავის მხრივ საპასუხო ზომებით იმუქრება ომში მყოფი ქვეყნის პირველი პირი. უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსი მოხალისეები კი რუსეთის ხელისუფლებას ბელგოროდის ოლქში ევაკუაციის დაწყებისკენ მოუწოდებენ. საზღვრისპირა ოლქზე იერიშები იგეგმება. ფრონტის ხაზზე წინსვლის, ოკუპირებული რეგიონების დაბრუნების და უპირატესობის მოპოვებისთვის დასავლეთიდან სამხედრო და ფინანსურ დახმარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ამ მხრივ დღეს კიევმა მნიშვნელოვანი გზავნილი მიიღო ვაშინგტონიდან და პარიზიდან.