სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

„ტელეკომპანია პირველმა“ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის გამოთხოვის თაობაზე, რომელზეც ფარული ჩანაწერებია ასახული, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.

არხის იურისტის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, სააპელაციო სარჩელში სამართლებრივად დასაბუთებული აქვთ ყველა არგუმენტი, თუ რატომ უნდა გააუქმოს სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.