განცხადებები რუსთავის ციხესთან

მიხეილ სააკაშვილი დილიდან მისმა ადვოკატმა მოინახულა. პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე, გიორგი მშვენიერაძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ადგილზე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძეც, რომლიც ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრას ელოდება. მისი თქმით, სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამას წერს და აღნიშნულთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს გააცნობს. დღესვე რუსთავის ციხეში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებს ელოდებიან.