მსოფლიოში კორონავირუსი 430 ათასზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა. ყველაზე მეტი გამოჯანმრთელებული ჩინეთს, ესპანეთსა და გერმანიას ჰყავს. მსოფლიო პანდემიის ფონზე, „კოვიდ-19“ საერთო ჯამში მილიონ 850 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.
ინფიცირებულების რაოდენობით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია. ინფიცირებულების რაოდენობით 100 000-იან ნიშნულს ასევე გადაცდა: ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი და გერმანია. 12 აპრილის მონაცემებით, „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რაოდენობა 114 245-ია.