ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე „გრინსერვისის“ მენეჯერის დაკითხვა გაგრძელდება, რომელიც წინა სხდომაზე დაიწყო. დაცვის მხარის ინფორმაცით, აღნიშნული მოწმის დაკითხვით გამოიკვეთა, რომ სამუშაოებზე ზედამხედველობა მუნიციპალურ ლაბორატორიას ეკისრებოდა, რომელთანაც პროკურატურას შესაბამისი შეკითხვები არ დაუსვამს. დღესვე იგეგმება საქმის ძირითადი გამომძიებლის დაკითხვაც. დაცვის მხარის შეფასებით, გამოძიება არასრულყოფილად ჩატარდა, აღმოჩნდა, რომ კაბელის გარდა, სხვა დაზიანებებიც არსებობდა, რომელიც გამოძიებას არ შეუსწავლია. ადვოკატების პრეტენზიებს პროკურორი უსაფუძვლოს უწოდებს.