„​გეპას“ დირექტორის მიმართვა

გეფას“ დირექტორის სახელით, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული, ვრცელდება წერილი, რომელშიც ის ბოდიშს იხდის. მიმართვის ტექსტს ორგანიზაციის თანამშრომლები ავრცელებენ. მასში ნათქვამია: „მინდა აღვნიშნო, რომ არცერთ ჩვენგანს არ ჰქონდა დალეული სიცხის დამწევი საშუალება. ვინაიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ავერიდეთ ეპიდემიის ადგილს და არც არაფერი გვაწუხებდა, მივედით სახლში, სადაც ორი მცირეწლოვანი შვილი და ასაკოვანი დედა გველოდებოდნენ. მეორე დილას, იგივე განწყობით, როგორც საკუთარ ოჯახში მისვლისას, რომ ვარ სრულიად ჯანმრთელი, 2 მარტს მოვედი სამსახურში. რამდენიმე კოლეგასთან მქონდა ხანგრძლივი საოფისე კონტაქტი, რომლებიც სრულად იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან თვითიზოლაციაში. 3 მარტს გავიგე, რომ ჩემს მეგობარს მოუმატა სიცხემ, მას შემდეგ, აღარ გავსულვარ სახლიდან. 4 მარტს, საღამოს ჩემს მეგობარს დაუდგინდა ეს დიაგნოზი, შემდეგ დღეს ჩვენც მივმართეთ ინფექციურს. დღეს მე, ჩემი მეუღლე, ორივე უფროსი შვილი და რამდენიმე კოლეგა ვართ ინფექციურში ამ დიაგნოზით. მე მინდა, ყველა ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანს ბოდიში მოვუხადო შექმნილი ვითარების გამო, სიტყვებით ვერ აღვწერ იმ დარდს, რაც გულზე მაწვება იმ პრობლემების გამო, რაც მე შევქმენი ჩემი წინდაუხედაობით“, – ნათქვამია „გეფას“ დირექტორის განცხადებში.