საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურა
მედიის ახალი ფორმების გაჩენის და ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ, საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც რამდენიმე მედიაპლატფორმის გამაერთიანებელი ორგანიზაციის სტრუქტურის ვერტიკალური წყობა შეიცვალა ჰორიზონტალური მართვით.
ეფექტური და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის ახლა მას წრიული ფორმა აქვს, რაც აბსოლუტურად ახალი მიდგომაა მართვის თვალსაზრისით და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, რადგან პროცესის ცენტრში არის საზოგადოება/აუდიტორია, ადამიანები, რომლის გარშემოც იწყობა მართვის სტრატეგია.