იდეების ბანკი

გაქვთ იდეა და ფიქრობთ, როგორ აქციოთ ტელე, რადიო ან ვებ პროექტად

პირველი არხის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა, ხელი შეუწყოს ტელე, რადიო და ვებ პლატფორმებზე ინოვაციური იდეებისა და პროექტების განვითარებას.

პირველი არხის იდეების ბანკი არის პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, მაქსიმალურად გამარტივებულად ელექტრონული სახით მოგვაწოდოთ თქვენ მიერ დამუშავებული საპროექტო წინადადება.

  • პირველი არხის შესაბამისი სამსახურის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით განხორციელდება თქვენ მიერ წარმოდგენილი იდეების ან/და საპროექტო წინადადებების გადარჩევა;
  • გადარჩეული პროექტების ავტორებთან გაიმართება გასაუბრება პროექტის შემდგომი განხორციელების განხილვის მიზნით;
  • ნებისმიერი იდეა/საპროექტო წინადადება შესაძლოა იყოს ადაპტირებული საბოლოო პროდუქტად;
  • გადარჩევის პროცესის შემდეგ ეტაპზე განხორციელდება პროექტის დეტალური სცენარის, ბიუჯეტის და წარმოების კალენდარული გეგმის შედგენა (საჭიროებიდან გამომდინარე, პროექტის საპილოტე ვერსიის მომზადება).

წინამდებარე ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, პროექტი მტკიცდება სამხატვრო საბჭოს მიერ და განისაზღვრება მისი საწარმოო გეგმა (თითოეული პროექტის განხორციელების და ეთერში განთავსების პირობები განისაზღვრება თითოეული კონკრეტული პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე).

 

განხილვის პერიოდულობა:

იდეების სივრცე მუდმივად ღიაა.

იდეებისა და საპროექტო წინადადებების გამოგზავნა შესაძლებელია ნებისმიერ დროს.

იდეების ბანკში შემოსული განაცხადების გადარჩევა ხორციელდება თვეში ერთხელ.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ელ. ფოსტაზე[email protected] გამოაგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები

 

პირადი მონაცემები:

  • ავტორის სახელი/გვარი
  • საკონტაქტო ტელეფონი
  • ელ ფოსტა
  • CV

 

პროექტის შესახებ მონაცემები:

  • იდეის/პროექტის სახელწოდება
  • პლატფორმა (ტელე, რადიო, ვებ)
  • მიმართულება
  • ანოტაცია
  • ადამიანური რესურსი
  • ტექნიკური რესურსი
  • საწარმოო ციკლი
  • სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა (გთხოვთ, გადმოტვირთოთ შაბლონი)

 

დათქმა წარმოდგენილი მასალის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით: წარმოდგენილი მასალები არ არის ხელმისაწვდომი სხვა მესამე პირებისათვის

ელ-ფოსტაზე გამოგზავნით ადასტურებთ, რომ ეთანხმებით შემდეგ პირობებს:

  • ვადასტურებ, რომ გავეცანი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს
  • ვადასტურებ, რომ წინამდებარე პროექტი შექმნილია უშუალოდ ჩემ მიერ და წარმოადგენს ჩემი ინტელექტუალური შრომის შედეგს, არის ორიგინალური და არ წარმოადგენს ამ სფეროში არსებული რომელიმე სხვა პროექტის ანალოგს ან/და პლაგიატს (შესაბამისად, არ არის გადამუშავებული, შედგენილი, რეპროდუცირებული ან/და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით შექმნილი ნაწარმოები). გამომდინარე აქედან, თავად ვარ პასუხისმგებელი ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან აღნიშნულთან დაკავშირებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ რაიმე სახის პრეტენზიის ან/და სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში.
  • გამოგზავნილ თანდართულ იდეასა ან/და კონცეპტზე სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ავტომატურად არ წარმოეშვება რაიმე სახის უფლებები. წარმოდგენილი იდეის ან/და კონცეპტის საფუძველზე შექმნილ პროექტზე უფლებების წარმოშობა დამოკიდებულია დამატებითი შეთანხმების/ხელშეკრულების გაფორმებაზე.
  • დაკავშირება განხორციელდება მხოლოდ ყველა პროცედურის წარმატებით გავლილი პროექტის ავტორებთან.