EBU აკადემია

საზოგადოებრივი მაუწყებელი და EBU-ს რეგიონული აკადემია ტრენინგების სერიას გამართავს

საზოგადოებრივი მაუწყებელი და EBU-ს რეგიონული აკადემია პირველი არხის ბაზაზე არსებულ რეგიონულ სასწავლო ცენტრში ტრენინგების სერიას გამართავს.

სესიებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს, ასევე ტრადიციულად კოლეგებს სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

წელს პირველად პირველი არხი მედიის მიმართულების სტუდენტებს შესთავაზებს უნიკალურ შესაძლებლობას, უფასოდ დაესწრონ ტრენინგებს.

პირველ ეტაპზე, სტუდენტები იმ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებიდან შეირჩევიან, რომლებთანაც პირველ არხს თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული, მათ შორის არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველოს შოთა რუსთაველის  თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და ა.შ.

ტრენინგები 2021 წლის მაისიდან დაიწყება და ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

 

რეგიონული სასწავლო ჰაბი 2021

სწავლა ცვლილებისთვის

 

Tik Tok და Instagram

(ონლაინ სასწავლო სესია; 7 მაისი; 30-100 მონაწილე)

TikTok 2020 წლის ყველაზე პოპულარული სოციალური მედიაპლატფორმაა. აპლიკაციის მომხმარებელთა რიცხვი სწრაფად იზრდება და, სავარაუდოდ, მას უკვე 800 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

EBU აკადემიის წევრი ჯასტინ კინგსი გააკეთებს შესავალს TikTok-ისა და ინსტაგრამის გასაცნობად. შემოგვიერთდით და შეიტყვეთ, რით განსხვავდება TikTok და ინსტაგრამი სხვა სოციალური ქსელებისგან, გაეცანით მათ ძირითად ფუნქციებსა და მათი შინაარსის ინსპირაციულ მაგალითებს.

 

Tik Tok და ახალი ამბები

(ონლაინ მასტერ კლასი; 3X2.5 სთ. 3 დღე; 10-11-14 მაისი; 20 მონაწილე; მხოლოდ საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის)

TikTok 2020 წლის ყველაზე პოპულარული სოციალური მედიაპლატფორმაა. აპლიკაციის მომხმარებელთა რაოდენობა სწრაფად იზრდება. მას 800 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, რომელთა უმრავლესობა ახალგაზრდა ქალია.

EBU აკადემიის წევრ ჯასტინ კინგსი გაგვაცნობს, როგორ შეუძლია საზოგადოებრივ მედიას TikTok-ის გამოყენება მომხმარებლებისთვის სიახლეებისა და მიმდინარე ამბების საინტერესოდ მისაწოდებლად. ის შეეხება TikTok-თან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გამოწვევებსაც, მათ შორის, მონაცემთა უსაფრთხოების საკითხს და ფაქტს, რომ იგი ძირითადად მუსიკასა და გართობაზეა ორიენტირებული.

 

ხელოვნური ინტელექტი და ყალბი ახალი ამბები

(ონლაინ მასტერ კლასი; 17 ივნისი, 30-100 მონაწილე)

ზოგიერთ ჟურნალისტს მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ხელოვნური ინტელექტის (AI) და მისი შესაძლებლობებისა თუ გამოწვევების შესახებ. ხელოვნური ინტელექტი გარდაქმნის ახალი ამბების მოძებნის, გადამოწმების, რედაქტირების, გაზიარებისა და დაარქივების გზებს. ასევე, ის გვეხმარება, უკეთ გავიგოთ შინაარსი, შევძლოთ რაიმეს პოვნა და შევქმნათ ისეთი გამოწვევები, როგორიცაა „ციფრული გაყალბების“ ტექნოლოგიის დადგენა. გარდა ამისა, არსებობს მიღწევები „რეაქციების გაგების“ თვალსაზრისით, ანუ თქვენ შეგიძლიათ შემოწმება, როგორ რეაგირებს აუდიტორია თქვენ მიერ მიწოდებულ შინაარსზე.

ამ სესიაში, EBU აკადემიის წევრი მარკ ეგანი ყურადღებას გაამახვილებს ხელოვნური ინტელექტისა და ელექტრონული სწავლების მიღწევებზე და ისაუბრებს, როგორ უქმნის ახალი ამბების ორგანიზაციებს სულ უფრო მზარდ საფრთხეს ყალბი ინფორმაციის გავრცელება, როგორ უწყობს ხელს ტექნოლოგია ყალბი ინფორმაციის გავრცელებას და რამდენად დიდია საფრთხე, როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ყალბ ინფორმაციას საჭირო ხელსაწყოებითა და ტექნიკით, როგორ უნდა მივიღოთ უკეთესი სარედაქციო გადაწყვეტილებები.

 

ხელოვნური ინტელექტი: შესაძლებლობების გამოყენება ახალი ამბების შექმნისას

(ონლაინ მასტერ კლასი; 18 ივნისი; 30-100 ადამიანი)

ხელოვნური ინტელექტი ქმნის დიდ შესაძლებლობებს. იქნება ეს არქივების უკეთესად გაგება თუ სპორტული სიახლეების ავტომატურად რედაქტირება, ახალი ტექნოლოგია დაგეხმარებათ, რომ უფრო ეფექტიანად და შედეგიანად იმუშაოთ.

ამ სესიაზე EBU აკადემიის წევრი მარკ ეგანი განიხილავს ამ სფეროში მიმდინარე სიახლეებს და აგვიხსნის, როგორ შეგვიძლია მათი გამოყენება ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში.

ამ სესიაში განხილული თემები:

  • როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს თქვენი სამუშაო პროცესების ავტომატიზაცია
  • კერძო შემთხვევები ხელოვნური ინტელექტის შესახებ
  • ტექნოლოგიები, რომლებიც ჩამოაყალიბებს ყველა მაუწყებლის სამუშაო პროცესს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.