ტეგი: ლევან მაჭავარიანი
#დღისთემა სტუმრები: ანი წითლიძე, ლანა გალდავა, ლევან მაჭავარიანი #LIVE
არჩევნები 2025 - 15.09.2025
ლევან მაჭავარიანი - ეუთო/ოდირ-ი ჩეხეთის შემთხვევაში ერთ თვეში აკომპლექტებს მისიას, შესაბამისად, ჩვენთვის უარი მხოლოდ საბაბია, არ სურთ, განმეორდეს ბულინგი, რაც საპარლამენტო არჩევნებზე დასკვნის შემდეგ იყო
ლევან მაჭავარიანი - დიდი მადლობა ნამდვილ ქართველ ბიჭებს, რომლებიც საარჩევნო შტაბში იმყოფებოდნენ და თავის შეკავება მოახერხეს, რთულია შეურაცხყოფის მოთმენა, თუმცა მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი
ლევან მაჭავარიანი - ყველანაირად ხელს ვუწყობთ, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მაქსიმალურად მშვიდი, თუმცა ვატყობთ, რომ ოპოზიციის აქტივისტებს ხელოვნური დაძაბულობის და აჟიოტაჟის შექმნა სურთ
ლევან მაჭავარიანი - „ქართული ოცნების“ შტაბთან დაგეგმილად მოდის ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა, მოვუწოდებ, პირველ რიგში, დიპკორპუსს, დაგმონ ეს ლიბერალური ფაშიზმი
კახა კალაძის საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გაიხსნა, რომელსაც ლევან მაჭავარიანი უხელმძღვანელებს
ლევან მაჭავარიანი - სალომე ზურაბიშვილი ძალიან არათანმიმდევრული გახდა, ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ აქვს კარგად წარმოდგენილი, რაზე საუბრობს
ლევან მაჭავარიანი - ყველამ ვიხილეთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები, როცა მდიდარი „ენჯეოები“ თავიანთ აქტივისტებს მეტი ძალადობისთვის აფინანსებდნენ, პროკურატურა ყველაფერს პასუხს გასცემს
ლევან მაჭავარიანი - არის ალბათობა, აჟიოტაჟისთვის სექტემბერში განცხადებები გაკეთდეს, თუმცა ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა გაცილებით რთულია, ხალხის ქუჩაში გაყვანა მარტივად აღარ გამოუვათ
ლევან მაჭავარიანი - გადავხედოთ ირაკლი კუპრაძის ბიოგრაფიას, რა გაუკეთებია, რითი აქვს დამტკიცებული, რომ შეუძლია დედაქალაქის მართვა, ამიტომ კახა კალაძესთან კონკურენციაზე საუბარი არ არის
ლევან მაჭავარიანი - გამჭვირვალობის რეესტრში 400-მდე „ენჯეო“ დარეგისტრირდა, რომლებსაც დასამალი არაფერი აქვთ, თუმცა არსებობენ ე.წ. მდიდარი „ენჯეოები“, რომლებიც მხოლოდ მავნებლობენ
ლევან მაჭავარიანი - რადიკალური ოპოზიცია ჩიხშია, არ მიიღეს მონაწილეობა საპარლამენტო მუშაობაში, ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩეველს, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა ერთი მტკიცებულებაც ვერ დადეს
ლევან მაჭავარიანი - კორუფციასთან გამოცხადებული გვაქვს დაუნდობელი ბრძოლა და ეს გაგრძელდება, ვიდრე პრობლემა ბოლომდე არ აღმოიფხვრება
ლევან მაჭავარიანი - გარე აქტორები ცდილობენ, „ლელო“ და გახარიას პარტია გამიჯნონ „ნაცმოძრაობისგან“, კარგად ხვდებიან, რომ წინა არჩევნებზე ხალხმა არ მიიღო, ვითომდა პარტია „ახალი“ რომ შეასაღეს
ლევან მაჭავარიანი - მისასალმებელია ყაველაშვილის ინიციატივა შეწყალებასთან დაკავშირებით, კეთილი ინებონ, დათანხმდნენ, ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში და აჩვენონ მოქალაქეებს, რა რეიტინგით სარგებლობენ
ლევან მაჭავარიანი - გახარიას გუნდის წევრებს უფლებამოსილება შეუწყდებათ, რადგან სხდომებს არ ესწრებოდნენ, პარლამენტში მუშაობაზე უარს როცა ამბობ, ამით შენივე ამომრჩეველს აყენებ შეურაცხყოფას
ლევან მაჭავარიანი - ოპოზიცია ქუჩაში დარჩა და ახლა მათმა ნაწილმა არ იცის, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს თუ არა, ყველაფერი მაინც ისე დალაგდება, როგორც გარე უფროსები ჩამოყალიბდებიან
ლევან მაჭავარიანი - ფაქტების დონეზეა გაშიფრული, დიდი ბრიტანეთის ელჩს რამდენჯერ აქვს ვენის კონვენცია დარღვეული, როგორ ერევა შიდა საქმეებში, რამდენი უსამართლო განცხადება აქვს გაკეთებული
ლევან მაჭავარიანი - თავისუფალი ქვეყანაა და ადამიანს ვერ დაავალდებულებ, იშიმშილოს ან საკვების მიღება დაიწყოს, ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული, ეს მათი არჩევანია